logo_geo
eng_logo
ნიცაში ტერაქტს უკრაინის, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ
- +

15 ივლისი. 2016. 14:46


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი „Twitter"-ზე ნიცაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.


 

ნიცაში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად უკრაინის ერთი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა", - წერს კლიმკინი.



თავის მხრივ, რუსული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტერაქტის შედეგად დაიღუპა რუსეთის ერთი მოქალაქე, კიდევ ერთი დაიჭრა. გარდა ამისა, რუსეთის 3 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.



სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არის სომხეთის მოქალაქეც, კიდევ 3 მოქალაქე დაშავებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner