უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი „Twitter"-ზე ნიცაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.
„ნიცაში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად უკრაინის ერთი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა", - წერს კლიმკინი.
თავის მხრივ, რუსული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტერაქტის შედეგად დაიღუპა რუსეთის ერთი მოქალაქე, კიდევ ერთი დაიჭრა. გარდა ამისა, რუსეთის 3 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არის სომხეთის მოქალაქეც, კიდევ 3 მოქალაქე დაშავებულია.