logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: ჩაკეტილ ხალხზე ამდენი სადიზმი გეყოთ სპეცდავალებით!
- +

9 მაისი. 2021. 00:54

 

 

„სიკვდილის ტირაჟირების და ვაქცინაზე საუბრის მეტი  არაფერი ხდება?!“ - ამის შესახებ პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნეტავ აგიტაციაში ფულს უხდიან თუ სადისტები არიან?

 

შემოსვლა აღარ მინდა  აქ!

 

სიკვდილის ტირაჟირებისა და ვაქცინაზე საუბრის მეტი არაფერი ხდება?! ტელევიზორში ეგ არის, ათასი სააგენტო აშუქებს, ვიცით ბატონო გავიგეთ! რას აპანიკებენ და თრგუნავენ ხალხს? რა მისიაა ეს?

 

უკვე ეჭვი გამიჩნდა რომ ხელფასზე ზიან!

 

ჩაკეტილ ხალხზე ამდენი სადიზმი გეყოთ სპეცდავალებით! შექმნან ჯგუფი  - ცუდი ამბების დასტა და იქ  შეყარეთ თუ გსიამოვნებთ, ჩვენ  თავი დაგვანებეთ. ატერორეთ ერთმანეთი ფსიქოლოგიურად!

 

უნდა გავარკვიო რამდენს უხდიან!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner