logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: „ნაციონალები“ ლაფის სროლით უფრო მაძლიერებენ!
- +

ავტორი ანა ფერაძე

15 ივლისი. 2016. 15:06


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ პაატა ლეჟავაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეჟავას განცხადებები მიმართულია იმისთვის, რომ „ნაციონალებმა" წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" წევრების დისკრედიტაცია განახორციელონ.


„პაატა ლეჟავამ, რომელიც არის მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან",  ჩემზე თქვა, თითქოს მე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დავადებილე და 26 მაისის ამბების სპეკულირებით თავი „ქართული ოცნების" სიაში შევაყვანინე.

 

ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ასეთი აზროვნების ადამიანები არიან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" სახით.

 

მე არაერთხელ დავსვი საკითხი პროკურატურის წინაშე, რომ ლეჟავა დაებარებინათ  და დაეკითხათ, თუ რატომ დადიოდა ლეჟავა სულიკო ასათიანის ოჯახში, რომელიც 26 მაისის ღამეს მოკლეს კვინტრაძესთან ერთად და აქციის შემდეგ მაღაზიის თავზე გარდაცვლილი იპოვეს.

 

პაატა ლეჟავა სულიკო ასათიანის ოჯახს აშანტაჟებდა - თუ არ გაჩერდებოდნენ და სიმართლის ძებნას თავს არ დაანებებდნენ, საქმე კარგად არ წაუვიდოდათ.

 

სულიკო ასათიანის ოჯახმა პროკურატურაში ჩვენება დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, უშიშროების ერთ-ერთ ჩინოსანთან ერთად მათ აშანტაჟებდა.

 

დღეს ეს ადამიანი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილეა. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰგონია, რომ მასზე ყოველგვარი  შეხება, თუნდაც პროკურატურაში დაბარება, ჩაითვლება საარჩევნოდ ხელის შეშლად.

 

ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც სასამართლოს და პროკურატურის საქმეში არ ერევა.

 

პროკურატურასთან პრეტენზია მაქვს ოჯახიდან გამომდინარე, რადგან სულიკო ასათიანის ოჯახი ითხოვს, რომ ეს საქმე გამოიძიონ.

 

„ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს იკადრებს, რომ ლაფი მესროლოს, მაგრამ ამით უფრო მაძლიერებენ. ლეჟავა ჩემზე ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ ეშინია, მე არ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, რადგან „ნაციონალებიდან" ვანში ის იყრის კენჭს და იცის, რომ სადაც მე ვიქნები, გამარჯვების შანსი არ აქვს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner