logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა
- +

9 მაისი. 2021. 14:34

 

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.

 

ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner