„მადლობა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, მის მუსიკალურ ხელმძღვანელსა და მთავარ დირიჟორს“– ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ წერს.
ექსკლუზიურად ევროპის დღისთვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
„მადლობა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, მის მუსიკალურ ხელმძღვანელსა და მთავარ დირიჟორს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ამ საოცარი შესრულებისთვის #ევროპის დღეს!“ - წერს ჰარცელი.