logo_geo
eng_logo
უამინდობის გამო, რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
- +

9 მაისი. 2021. 20:49

 

 

„უამინდობის გამო, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული,“ - ამის შესახებ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

 

„ამ წუთებში, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღის განმავლობაში, უამინდობამ, საქართველოს რეგიონებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწყობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ. შუადღის შემდეგ ქარი განსაკუთრებით გაძლიერდა, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების ნაწილს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. აღნიშნული რეგიონებს სრულად არ აქვთ შეწყვეტილი ენერგომომარაგება. შეზღუდვები მხოლოდ გარკვეულ მიმართულებებზეა. მიუხედავად იმისა, რომ უამინდობა, ძლიერი ქარი და წვიმა აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის, კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ დროულად აწარმოონ სამუშაოები.

 

აგრეთვე, ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჰიდროელექტროსადგურების წყლის დონის კონტროლს, რათა ერთის მხრივ, მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მოდინებული რესურსის დამუშავება-გამოყენება და მეორეს მხრივ არ მოხდეს თავად სადგურის დაზიანება.

 

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისათვის, რომ აბონენტებს ელექტროენერგია შეძლებისდაგვარად დროულად მიეწოდოთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner