logo_geo
eng_logo
რუსული მედიის ინფორმაციით, გაუჩინარდა ომსკის იმ საავადმყოფოს ყოფილი უფროსი ექიმი, სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობდა
- +

9 მაისი. 2021. 20:58

 

 

რუსული მედიის ცნობით, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი უფროსი ექიმი ტყეში გაუჩინარდა.

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალექსანდრ მურახოვსკი სანადიროდ წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მურახოვსკის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრის პოტი უკავია.

 

დაკარგულ ექიმს პოლიცია და ადგილობირვები ერთობლივად ეძებენ.

 

ომსკის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ექიმი უკვე 24 საათია, არავის უნახავს, რის გამოც ახლობლებმა სამართალდამცველებს დასხმარებლად მიმართეს.

 

შეგახსენებთ, რომ მურახოვსკი იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც შარშან მოწამვლის ნიშნებით რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავლანი გადაიყვანეს. მურახოვსკი მაშინ კატეგორიულად უარყოფდა ვერსიას, რომ ნავალნი ნერვულ-პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ომსკში გარდაიცვალა ორი ექიმი, რომლებმაც ნავალნის აეროპორტიდან გადაყვანის შემდეგ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

 

26 მარტს გარდაიცვალა 63 წლის რუსტამ აგიშევი, რომელიც ომსკის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალების მიზეზად მანამდე გადატანილი ინსულტი დასახელდა. 4 თებერვალს კი გულის შეტევით გარდაიცვალა ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, 55 წლის სერგეი მაქსიმიშინი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner