logo_geo
eng_logo
შოტლანდიაში არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრეებმა მიიღეს
- +

9 მაისი. 2021. 23:13

 

 

შოტლანდიაში 6 მაისს გამართული არჩევნების შედეგები შეაჯამეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობას მმართველი „ნაციონალური პარტია“ და მათი მოკავშირე „მწვანეები“ დაიკავებენ. ისინი 129 მანდატიდან 72-ს მიიღებენ.

 

„ნაციონალური პარტიის“ ლიდერმა და შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის მომზადების პროცესი პანდემიის დროს არ დაიწყება.

 

9 მაისს ასევე ლონდონის მერის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. ინგლისის დედაქალაქს მეორე ვადით სადიკ ჰანი უხელმძღვანელებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner