აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა 9 დეპუტატი.
ზურაბ პატარაძეს კენჭისყრაზე მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. რიგგარეშე სხდომის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 14 ივლისს, ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.