logo_geo
eng_logo
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის სასამართლოს პროკურორებს შეხვდა
- +

10 მაისი. 2021. 02:59

 

 

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებს შეხვდა. როგორც 9 მაისს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ავღანეთში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებების გამოძიების შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი ავღანეთში კონფლიქტის დროს ყველა მხარის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს იძიებს.

 

2020 წელს ქაბულში განაცხადეს, რომ თავადაც აწარმოებენ ამგვარი დანაშაულებების კვლევას და ამიტომ საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების შეჩერება სთხოვეს.

 

დღეს ჰააგაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „პროგრესი მიღწეულია, რათა არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს“.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ კი განაცხადა, რომ განაგრძობს მუშაობს ავღანეთის მთავრობასთან, რათა „სამართალი ერთობლივი ძალისხმევით აღსრულდეს“.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დასახელდა.

 

ბაიდენის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს პროკურორს სანქციები გაუუქმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner