საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან ბრძოლაში.
„გამოვთქვამ უდიდესი მწუხარებას იმ საშინელი, საზარელი ტერაქტის გამო, რომელიც ნიცაში მოხდა.
ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი რაღაც აღარ მოხდეს. კვირა აღარ გადის ფაქტობრივად, რომ ჩვენ ერთმანეთს სამძიმარს არ ვეუბნებოდეთ და ნამდვილად რაღაც არის გასაკეთებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 10 ბავშვია.