logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: არ შეიძლება, ჩემი ხნის კაცი ამ ლექსიკით საუბრობდეს
- +

10 მაისი. 2021. 12:25

 

 

„ჩემი ქვეყნისთვიs არ მიღალატია“, - ამის შესახებ პოეტმა რეზო ამაშუკელმა გადაცემაში სტუმრად „ნოესთან“ განაცხადა.

 

„ძაღლი რომ დაამწყვდიო და ყოველდღე ხელი უქნიო, აღიზიანო, ხო გააგიჟებ? მაგრამ, როდესაც ინსტიტუციონალურად სახელმწიფო დონეზე აგყავს შენ ადამიანების ჩარეცხვა, გინება, დაბულინგება, ეს ხომ გროვდება? პასუხის გამცემი  კი ძალიან ცოტაა. მე არ მოვუთმენ მაგათ. უთმენენ ისინი, ვისაც რაღაცას გამოუჩხრეკენ და გააჩუმებენ, უთმენენ ისინი, ვისაც შეუძლიათ პანღური ამოარტყან. მე არ მოვუთმენ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნისთვის არ მიღალატია. კაზინო, ქალი, ჩხუბი - ყველაფერი გამომივლია და ვაღიარე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ქვეყნისთვის არ მიღალატია, მაშინაც კი, როცა ვებრძოდი ეროვნულ მოძრაობას.

 

გაიარეთ რუსთაველზე,  რა ხდება, წინაღის გარეშე თუ გაივლით... რასაც ისინი აკეთებენ, ფაშიზმია, ჩვენ ფაშიზმზში ვცხოვრობთ. ამას როგორ ჩავუარო გვერდით? დავიღალე თავის მართლებით, მომკლა ამან. არ შეიძლება, ჩემი ხნის კაცი ამ ლექსიკით საუბრობდეს, მაგრამ მაგათთან სხვა ენაზე საუბარი გამორიცხულია, ვერ გაიგებენ“, - განაცხადა რეზო

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner