logo_geo
eng_logo
ენტონი ფაუჩი: აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდ-აფეთქება ნაკლებად სავარაუდოა
- +

10 მაისი. 2021. 12:29

 

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა.

 

ენტონი ფაუჩის განმარტებით, ვაქცინების ფართო გავრცელება სიტუაციას ცვლის.

 

„ის, რომ ახლა ვაქცინები გვაქვს, სიტუაციას ნამდვილად ცვლის. თუ 4 ივლისისთვის 70% იქნება ვაქცინირებული, თუნდაც ერთი დოზით, შეიძლება დროებითი მატება ვიხილოთ, მაგრამ თუ ამას კარგად გავუმკლავდებით, ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი სახის ტალღა ვიხილოთ, რომელიც შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში დავინახეთ. ეს იმის მიზეზია, რის გამოც ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯოკერია, რომელიც ახლა გვაქვს, რადგან გასულ შემოდგომაზე ან გასულ ზამთარში ის არ გვქონდა“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

 

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 150 მილიონმა ადამიანმა მიიღო, ხოლო მოსახლეობის 34% სრულად ვაქცინირებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner