ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
სოფელ დიდივანის საჯარო სკოლას ქარმა სახურავი გადახადა. ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.
ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში იმყოფებიან სოფლებში – ბასილეთში, დიდივანში, გუთურსა და ბუკნარში.
„გამოდარებისთანავე მოხდება სკოლის სახურავის შეკეთება, მუნიციპალიტეტი ასევე შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ გადაუდებელ შემთხვევებს. მოხდება ზარალის აღწერა. ჩვენ კომუნიკაციაში ვიქნებით საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.