ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი „იაპონური ბაღი“ 2015 წელს გაშენდა. ბაღი გაშენებულია 1000 კვ.მ ფართობზე, რომელიც დაგეგმარებულია იაპონური ბაღებისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტური დიზაინითა და ელემენტებით.
იაპონური კულტურის შემადგენელი მნიშვნელოვანი შტრიხები, როგორიცაა: ტორი, წყალსატევი, ჩანჩქერი, ბუნებრივი ქვის ბილიკები, კასუგები და იაპონური ჯიშის ხე-მცენარეები, ზღვისპირა სტუმრებს ნამდვილ იაპონურ სამყაროში ამოგზაურებს. ეს არის ადგილი, რომელიც ერთი ნახვის შემდეგ აუცილებლად შეგიყვარდებათ.