საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი პატრიკ კალვარი ფრანგულ გამოცემა „Le Figaro"-სთან საუბარში ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო" ტერაქტების განსახორციელებლად თვითმკვლელ ტერორისტებს სულ უფრო ხშირად გამოიყენებს.
მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფო" ტაქტიკასა და მეთოდებს ცვლის, რომ თავდასხმები უფრო მასშტაბური გახდეს და უფრო დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.
გამოცემა „Le Figaro"-ს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის უფროსი პატრიკ კალვარი ჯერ კიდევ მაისის თვეში ამბობდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" დანაღმული ავტომობილების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების ტაქტიკაზე გადავლენ.
„როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე თვითმკვლელ ტერორისტებს აამოქმედებენ, მაშინ საკუთარი მებრძოლების რიგებში დანაკარგის აცილებას და ამავდროულად, მაქსიმალური ზიანის მოყენებას შეძლებენ", - აცხადებდა პატრიკ კალვარი.