logo_geo
eng_logo
პატრიკ კალვარი: „ისლამური სახელმწიფო“ ტაქტიკა ცვლის, რომ თავდასხმები უფრო მასშტაბური გახდეს
- +

15 ივლისი. 2016. 15:24


საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი პატრიკ კალვარი ფრანგულ გამოცემა „Le Figaro"-სთან საუბარში ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო" ტერაქტების განსახორციელებლად თვითმკვლელ ტერორისტებს სულ უფრო ხშირად გამოიყენებს.


მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფო" ტაქტიკასა და მეთოდებს ცვლის, რომ თავდასხმები უფრო მასშტაბური გახდეს და უფრო დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.


გამოცემა „Le Figaro"-ს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის უფროსი პატრიკ კალვარი ჯერ კიდევ მაისის თვეში ამბობდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" დანაღმული ავტომობილების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების ტაქტიკაზე გადავლენ.


როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე თვითმკვლელ ტერორისტებს აამოქმედებენ, მაშინ საკუთარი მებრძოლების რიგებში დანაკარგის აცილებას და ამავდროულად, მაქსიმალური ზიანის ყენებას შეძლებენ", - აცხადებდა პატრიკ კალვარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner