აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობას დღის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მთავრობის წევრების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე 12 ხმით არცერთის წინააღმდეგ აირჩია. სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა 9 დეპუტატი.
„ჩემი ინფორმაციით, შეიძლება ორი ან სამი ძველი მინისტრი ვიხილოთ. მათ შორის, გიორგი თავამაიშვილი, ნუგზარ სურმანიძე და ზაურ ფუტკარაძე. დავით ბალაძეს ჩვენ ახალ მთავრობაში ვერ ვიხილავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარია ორთვიან მმართველობაზე", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპროტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინმა.