საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ "ფაიზერი" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ფასის გაზრდას აპირებს.
"ფაიზერი აპირებს კორონავირუსის ვაქცინაზე ფასის აწევას 19.5$-დან 175$-მდე (სხვა წყაროების მიხედვით, 2021 წელს მარტო ამ ვაქცინით $26 მილიარდის მოგებას აპირებს)
როგორც კი ფაიზერი ამერიკის წამლის სააგენტოდან სრულ თანხმობას მიიღებს, ეს იქნება ფასის აწევის "მიზეზი".
რომ გეუბნებოდით, რომ 6 თვის მერე მე-3 დოზის გაკეთება იქნება საჭირო, ქართველი "ექსპერტები" დამესივნენ და გადამიარეს. აგერ ფაიზერის "აღიარება" წაიკითხეთ.
როგორც კი "ფაიზერი" მიიღებს თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან, ვაქცინაცია ამ ვაქცინით იქნება სავალდებულო ჯერ, ალბათ, შეერთებულ შტატებში, მერე ევროკავშირში და მერე სხვაგან...
ევროკაშვირი გადადის ფაიზერზე, ისე, რომ იცოდეთ...
დასკვნა: ფაიზერმა ჩაიგდო ხელში საკმაოდ ძლიერი ბერკეტი... იმედია, სხვა მწარმოებლები (კარგი იქნებოდა, ევროპელი) შეძლებენ, შეუტიონ ამ მონსტრს", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.