გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც გერმანული მედია იუწყება, შს მინისტრს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება.
ამჟამად მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა და სახლში იმყოფება.
14 აპრილს ჰორსტ ზეეჰოფერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3 527 251 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 84 829 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.