logo_geo
eng_logo
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

10 მაისი. 2021. 20:21

 

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც გერმანული მედია იუწყება, შს მინისტრს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება.

 

ამჟამად მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა და სახლში იმყოფება.

 

14 აპრილს ჰორსტ ზეეჰოფერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3 527 251 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 84 829 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner