საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირეებით სამძიმარს უცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და სამძიმრის წერილს უგზავნის.
„მის აღმატებულებას
საფრანგეთის პრეზიდენტს,
ბატონ ფრანსუა ოლანდს
თქვენო აღმატებულებავ,
მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.
სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო გახდა დაუცველი და მსგავსი საშიშოება ყველა ქვეყნის წინაშე დგას.
აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
15 ივლისი, 2016 წელი".