logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ამნისტიაზე ოპოზიციის შეთავაზება, „ქართული ოცნების“ კანონპროექტის ალტერნატივა ვერ იქნება
- +

10 მაისი. 2021. 21:55

 

 

„ამნისტიის კანონპროექტის „ქართული ოცნების“ რედაქცია ეფუძნება შარლ მიშელის დოკუმენტის თანხმობისა და სამართლიანობის პრინციპებს“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიაში საუბარია სეგრეგაციაზე და ცალსახად დისკრიმინაციულია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ ოპოზიციის კანონპროექტი, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროექტის ალტერნატივა ვერ იქნება.

 

 „ეს იმ ადამიანების მიერ შემოთავაზებული ნარატივია, ვისაც თავის დროზე არ სურდა და ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებას. ისინი ახლა ეწინააღმდეგებიან ამ შეთანხმების იმპლემენტაციას, მაგრამ როგორც შეთანხმების დროს არაფერი გამოუვიდათ, ახლაც ხელმოცარულები დარჩებიან“, - აღნიშნა იონათაიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner