logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს!
- +

4 მარტი. 2016. 23:02




ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით „არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს".


კალაძე საქართველოს პრემიერ- მინისტრს,  გიორგი კვირიკაშვილსა და "რესპუბლიკელებს" შორის გამართული შეხვედრას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერი კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდება.


"ჩვენ მივესალმებით, თუ კოალიციაში იქნება ერთობა და ერთობლივად მივიღებთ მონაწლეობას არჩევნებში. სასაუბრო იქნება, თუ როგორ  წარვდგებით არჩევნებზე, რადგან ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა. ეს საკითხი რა თქმა უნდა ერთიან კონტექსტში პრემიერ-მინისტრთან, კოალიციის ლიდერთან იქნება გასავლელი. ყველა პარტიასთან იქნება შეხვედრა, როგორც "რესპუბლიკურ პარტიასთან", ისე კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციების გზით არ მოხდება. არის არჩევნები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია წარმოადგინოს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა, გააცნონ საქართველოს მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში", - განაცხადა კახი კალაძემ.



დავით უსუფაშვილის განცხადებით „რესპუბლიკური პარტია" „ქართული ოცნების" სტრატეგიული პარტნიორი გახდება. ამის შესახებ უსუსფაშვილმა გუშინ, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორ პარტიას შორის ძალიან მალე "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner