რუსი მაღალჩინოსანის ევგენი ოლეინიკოვის განცხადებით, აგვისტოში რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე უახლეს სარაკეტო კომპლექსებს, C-400 „ტრიუმფს" განალაგებს. მისივე თქმით, C-400-ების მუდმივი დისლოკაციის ადგილი სანაპირო ქალაქი ფეოდოსია იქნება.
შავი ზღვის ფლოტის ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ კომოედოვმა განაცხადა, რომ С-400-ების ყირიმში განლაგება „არსებითად გააძლიერებს რუსეთის თავდაცვისუნარიანობას სამხრეთის მიმართულებით".