logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: იმას რა დავარქვა, პარტიის მთავარი ინტელექტი რომ თავმჯდომარეს ცხოველად აღიქვამს?
- +

11 მაისი. 2021. 02:49

 

 

„იმას რა დავარქვა, პარტიის მთავარი ინტელექტი რომ თავმჯდომარეს ცხოველად აღიქვამს? თან, მე შენ გეტყვი ვეფხვად და მარტორქად...“, - წერს პოეტი, მწერალი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში.

 

 

„ვინ რად აღიქვამს ლიდერს

გუშინ ლექსი შემომეფეთა აქ, ვიღაც მიშას მიმართავდა - დროზე ჩამოდი სარდალო და გარეკე მტერი, თორემ საზღვრები გადმოწიაო.

ალბათ კოდორი და ახალგორი ახალი გადმოწეული ჰგონია, ხოლო მიშა - სალაჰ ად დინი...

ვიღაც ყეყეჩს იქნებ ეპატიება კიდეც, სხვა თუ არაფერი, სამშობლოს საზღვრები ადარდებს...

მაგრამ იმას რა დავარქვა, პარტიის მთავარი ინტელექტი რომ თავმჯდომარეს ცხოველად აღიქვამს? თან, მე შენ გეტყვი ვეფხვად და მარტორქად...

წეღან გიგი წერეთელი იყო სიუჟეტში და თქვა - ნიკა მელიის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას საქმე გაუადვილდებაო“, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner