ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა ენმ-ის თავმჯ
დომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად იმის დასტურია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს.
„ევროკავშირი პოლიტპატიმრების გირაოს არ იხდისო, გიპასუხათ ხელისუფლებამ.
ანუ, პოლიტპატიმარს გირაო გადაიხადეს, რათა ს/ს დევნის ქვეშ დაეტოვებინათ?
მეტს გეტყვით: ევროპაში რომ თვლიდნენ ვინმეს აქ პოლიტპატიმრად, ნახავდით სანქციებსაც და ღია განცხადებებსაც. ოცნების შერცხვებოდათ თუ შეეშინდებოდათ?“, -წერს სალუქვაძე.