ტელეკომპანია „ალ არაბია" ირანელ ჟურნალისტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის ბევრი არაბი და მუსლიმია.
ჟურნალისტის ცნობით, ბევრ დაღუპულს ტრადიციული მუსლიმური ტანისამოსი ეცვა.
ტელეკომპანია „ალ არაბია" აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში ნიცაში დასასვენებლად უამრავი არაბი ჩადის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.