logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა
- +

11 მაისი. 2021. 10:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ. ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული, „NORINCO MODEL 213“ მოდელის პისტოლეტი, ასევე, ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა. ხოლო, მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ტოკარევის „ТТ“ კონსტრუქციის პისტოლეტი, და ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, 8 ცალი საბრძოლო ვაზნა.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner