სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა სიას.
ცესკო-ში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. შეხვედრის მონაწილეებმა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემების შესახებ იმსჯელეს.