logo_geo
eng_logo
გია მურღულია: გვჭირდება წყნარი გმირები და არა ისეთი, რომლებსაც სიცოცხლის გაწირვა მოუწევთ
- +

11 მაისი. 2021. 11:40

 

 

„ქართული პოლიტიკა სულ რევოლუციის ტალღაზეა. რა რევოლუციონერობა აუტყდა ყველას? ამაზე გაცილებით უკეთესი სიტყვაა „ევოლუცია“, ანუ თანდათანობითი განვითარება“, - ამის შესახებ ლიტერატორმა, სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა გია მურღულიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„ქართული პოლიტიკა სულ რევოლუციის ტალღაზეა. რა რევოლუციონერობა აუტყდა ყველას? ამაზე გაცილებით უკეთესი სიტყვაა „ევოლუცია“, ანუ თანდათანობითი განვითარება. ნუ ვჩქარობთ, რომაელების შეგონებისა არ იყოს, „იჩქარე ნელა“. დავისახოთ მიზნები და ჯიუტად, პროფესიულად, თავდაჯერებით ვიაროთ მათკენ, ოღონდ ეს საერთო მიზნები უნდა იყოს. მარტო ნატო და ევროკავშირი არ შველის საქმეს, შენ თვითონ თუ არ გარდაისახე, სხვა ვერ გარდაგქმნის. ამას ნატოელებიც მიგვანიშნებენ და ევროკავშირელებიც, მოემზადეთ კარგად და შემდეგ მიგიღებთო. არა ვართ ჯერ მზად, ჩვენგან განსხვავებით, ისინი კარგად ხედავენ ამას.

 

ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი ფრაზაა: „უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება“. ჩვენ გვჭირდება წყნარი გმირები და არა ისეთი, რომლებსაც სიცოცხლის გაწირვა მოუწევთ. დიდება ყველას, ვინც ეს გააკეთა ბოლო წლებში, მაგრამ ხალხი, სახელმწიფო და საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი, უნდა ვხვდებოდეთ, რომ ვისაც გმირი სჭირდება, იმას თავგანწირვა სჭირდება, ხოლო ვისაც თავგანწირვა სჭირდება, იმას საქმე კარგად არა აქვს. ჩვენ, ქართველები, სულ სასწაულის მოლოდინში ვართ და ამას ყოველთვის ერთ ადამიანთან ვაკავშირებთ - აი, ის გვიშველის, ის გადაგვარჩენს, მესია მოვაო...“ - განაცხადა გია მურღულიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner