logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ქვეყანაში უტიფრობის აღლუმია!
- +

11 მაისი. 2021. 11:41

 

 

„ამდენი წაგებული არჩევნების შემდეგ ხომ უნდა მიხვდნენ, რომ თუნდაც ამ მიზეზით შეეშვან პოლიტიკას? თითქმის ყველა ცნობილ პოლიტიკოსს შემოსავლიანი ბიზნესები აქვთ. მიხედონ თავიანთ საქმეებს და დაუთმონ სივრცე სხვებს“, - ამისე შეახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განუცხადა.

 

„ქვეყანაში უტიფრობის აღლუმია. სხვას რას უნდა ველოდოთ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და დღეს ისევ პოლიტიკაში არიან. მოსახლეობის დიდ ნაწილს უსამართლობის განცდა აქვს. ნახევრად აღდგენილი სამართალი ხომ ნახევრად უსამართლობას ნიშნავს?! დასავლეთში პლაგიატის გამო თანამდებობებს ტოვებენ, ჩვენთან კი უმძიმეს სამოხელეო დანაშაულებში გასამართლებაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი პირები პოლიტიკას ჩამოშორდნენ.

 

დღეს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას სწორედ ე.წ. მედასავლეთეები ახდენენ. არ ვამბობ, რომ სასჯელმოხდილი პირი საზოგადოებას არ უნდა დაუბრუნდეს, თუმცა, არის დანაშაულის კატეგორიები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში პოლიტიკას ვეღარ უნდა ეკარებოდნენ.

 

ამდენი წაგებული არჩევნების შემდეგ ხომ უნდა მიხვდნენ, რომ თუნდაც ამ მიზეზით შეეშვან პოლიტიკას? თითქმის ყველა ცნობილ პოლიტიკოსს შემოსავლიანი ბიზნესები აქვთ. მიხედონ თავიანთ საქმეებს და დაუთმონ სივრცე სხვებს.

 

ამიტომ არ მიკვირს ამათგან, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები დიდად არ ანაღვლებთ, ამისთვის არ სცალიათ. წესით ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს ჩრდილოვანი კაბინეტი, სადაც უნდა განიხილავდნენ როგორც ეკონომიკურ და სოციალურ  საკითხებს, ისე რეგიონში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ პარლამენტში შესვლა-გამოსვლითა და ამნისტიის საკითხით არიან დაკავებული“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner