logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ბასრი დანის პირზე მოგვიწევს გავლა
- +

11 მაისი. 2021. 12:10

 

 

„NATO-ს საქართველოსა და უკრაინის საკითხში სტანდარტული მიდგომები არ გამოადგება“, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემატება რუსეთის ფაქტორიც. ამიტომ წევრობის შესახებ განცხადებები აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ახალი ინიციატივები, ერთი მხრივ, წარმატებაა, მეორე მხრივ კი საფრთხის შემცველი. NATO-ს საქართველოსა და უკრაინის საკითხში სტანდარტული მიდგომები არ გამოადგება.

 

ყბადაღებული MAP-ის მინიჭებაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ბასრი დანის პირზე მოგვიწევს გავლა. მაპი ხომ სამოქმედო გეგმაა, რომელიც მინიმუმ ერთ წელზე მაინც იქნება გაწერილი? ეს პერიოდი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი აგრესიული გეგმა აამოქმედოს. აგრესიული გეგმა მხოლოდ სამხედრო ღონისძიებას არ ნიშნავს, სხვა მრავალფეროვანი ბერკეტებიც აქვს“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner