logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საქართველოს დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო სცენარი იქნება
- +

11 მაისი. 2021. 12:17

 

 

„ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეთა გატაცება არის რუსეთის ხელისუფლების დავალება, მისი პოლიტიკა, რათა გავლენა მოახდინოს ჩვენს შიდა პოლიტიკასა და საზოგადოებაზე“, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ საოკუპაციო ზოლთან მივიღეთ ისეთი რეალობა, რომელსაც ჯერ ვერ ვცვლით.

 

ვერც ერთი რუსი ჯარისკაცი ვერ გაბედავს საკუთარი ინიციატივით მსგავს რამეს. ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეთა გატაცება არის რუსეთის ხელისუფლების დავალება, მისი პოლიტიკა, რათა გავლენა მოახდინოს ჩვენს შიდა პოლიტიკასა და საზოგადოებაზე.

 

რუსეთი ასეთივე აგრესიულობით იქცევა უკრაინაშიც. ორი გამოსავალი გვაქვს: ან ბუფერული ზონა უნდა გავაკეთოთ და მოსახლეობა გამოვიყვანოთ, რაც ჩვენთვის უფრო წამგებიანი იქნება, ან ბლოკპოსტები უნდა გავაძლიეროთ, რამაც შეიძლება სამხედრო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო სცენარი იქნება“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner