logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ქართველი ხალხი ბუნებრივად ევროპული ოჯახის ნაწილია
- +

15 ივლისი. 2016. 16:23


საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება" მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას GLOBSEC-ის თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი უძღვებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა საუბრის დაწყებამდე, საფრანგეთში, ნიცაში, 14 ივლისს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი საკუთარი იდენტობით, ცხოვრების სტილითა და მოწოდებით, ბუნებრივად ევროპული ოჯახის ნაწილია და საქართველოს ევროპული გზა ჩვენი საზოგადოების მტკიცე არჩევანია.

ასევე საქართველოს პრეზიდენტი შეეხო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს.

 

ვფიქრობ, რომ ჩვენ ოვაციით არ უნდა შევხვდეთ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, მაგრამ ამავე დროს არ ვფიქრობ, რომ უნდა გადავაჭარბოთ შეფასებები და ვუწოდოთ ამ პროცესს კატასტროფა. პირველ რიგში, მოდით აღვნიშნოთ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მიმდინარეობს ძალიან ცივილური გზით. არ აქვს მნიშვნელობა, რა რთულია ეს პროცესი. არც ერთი მხარე არ ცდილობს შური იძიოს ერთმანეთზე და ცდილობენ, რომ უპრობლემოდ გადაჭრან საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულიდან გვახსოვს საბჭოთა კავშირიდან ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის გამოსვლის მცდელობის მაგალითები, როდესაც ტანკებმა და არა რეფერენდუმმა გადაწყვიტა ვინ სად დარჩებოდა და რა პირობებში. სწორედ, ეს არის ევროკავშირის სარგებელი, რომ აჩვენოს, თუ რამდენად ფასდება ადამიანის პერსონალური გადაწყვეტილება", - განაცხადა მარგველაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner