logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ კანონპროექტი დუმას წარუდგინა
- +

11 მაისი. 2021. 13:27

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დუმას „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული გამოცემა წერს.

 

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გასვლის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს იწყებს.

 

მანამდე, აშშ-მა 2020 წლის 22 ნოემბერს „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებების მონიტორინგის მიზნით, ხელშეკრულების მხარე ქვეყნების ტერიტორიაზე გადაფრენა აშშ-ს აღარ შეეძლება. ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად რუსეთის მიერ დოკუმენტის შეუსრულებლობას ასახელებს.

 

ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებაში 34 სახელმწიფო მონაწილეობს, ხოლო აშშ-ის გასვლის შემდეგ 33 ხელშემკვრელი ქვეყანა დარჩება. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიის თავზე იფრინონ სამხედრო საქმიანობის კონტროლისთვის. ხელშეკრულების დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნახევარი წლით ადრე შეტყობინების შემდეგ. აშშ-იმ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ 2020 წლის 21 მაისს განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner