ყაზანში მომხდარი სროლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს იარაღის ტარება-შენახვის შესახებ კანონის გადახედვის დავალება მისცა.
ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზოლოტოვს მიეცა ბრძანება, გადახედოს კანონს საბრძოლო იარაღის შესახებ, რა ტიპის იარაღი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, იმის გათვალისწინებით, რა ტიპის იარაღი გამოიყენა თავდამსხმელმა ყაზანში. საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში, საბრძოლო იარაღს არეგისტრირებენ, როგორც სანადირო იარაღს“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ყაზანის სკოლაში მომხდარ თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან რვა ბავშვი და სამი მასწავლებელია.