logo_geo
eng_logo
კურზუში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

11 მაისი. 2021. 14:42

 

 

კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლებერულავე-სანაჭყებიო-დობერაზენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში დაიგება 4,013 მეტრი ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, არხები, ცხაურები, მილები და ეზოებში შესასვლელები.

 

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 165 589 ლარს შეადგენს.

 

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner