აჭარაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 6 ათასზე მეტი პირია აცრილი. აცრები „სინოფარმის“ ვაქცინით 9 სამედიცინო დაწესებულებაში, „ასტრაზენეკათი“ 3 კლინიკაში, „ფაიზერით“ კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კეთდება.
მოქალაქეებთან ერთად იცრებიან რეგიონის პირველი პირები. დღეს „სინოფარმით“ აიცრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.