ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ხელი მოაწერა განკარგულებას პარლამენტის დათხოვნისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება.
გარდა ამისა, ბულგარეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტექნიკური მთავრობის დანიშვნის შესახებ, რომელიც ქვეყანას არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს.
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები 4 აპრილს გაიმართა, თუმცა პარლამენტში გასული პარტიები სამთავრობო კოალიციის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ.