logo_geo
eng_logo
იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 6 დოზა ქალს შემთხევით ერთდროულად გაუკეთეს
- +

11 მაისი. 2021. 16:41

 

 

იტალიაში, პროვინცია მასა-კარარაში 23 წლის ქალს შემთხვევით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „Pfizer“-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ამ ვაქცინის თითო ამპულა პრეპარატის 6 დოზას შეიცავს, მედდამ კი შეცდომა დაუშვა და შპრიცში პრეპარატი მთლიანად მოათავსა, რის შემდეგაც პაციენტი აცრა.

 

როდესაც მედდა მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, პაციენტი კლინიკაში მოათავსეს. მას თავის, ინიექციის ადგილის ტკივილი და დაღლილობა აღენიშნებოდა, თუმცა, სხვა ჩივილები არ ჰქონდა. ქალი, რომელიც ამავე კლინიკის სტაჟიორია, 24-საათიანი დაკვირვების შემდეგ გაწერეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მომავალშიც დააკვირდებიან. ქალი აცხადებს, რომ მომხდარის გამო სასამართლოში ჩივილს არ აპირებს.

 

ვაქცინის მწარმოებლის ინფორმაციით, ზედოზირებად 4 დოზის გაკეთება ითვლება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner