logo_geo
eng_logo
შემზარავი ტრაგედიის დეტალები
- +

11 მაისი. 2021. 16:48

 

 

სამტრედიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი 3 წლის ნინო ნადირაძის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ სამტრედიის მერიაში განუცხადეს, სახლთან ახლოს საკმაოდ ღრმა არხია, სადაც მცირეწლოვანი დაიხრჩო. მშობლების თქმით, ბავშვი გაეპარათ.

 

მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედა მეექვსე ბავშვზე არის ფეხმძიმედ.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ სამტრედიაში 3 წლის ბავშვი არხში ჩაიხრჩო. ამ წუთები ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner