იურისტი თამთა მეგრელიშვილი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კვესიტაძე აცხადებს, რომ მილიონ ადამიანებზე პირველები ვართ სიკვდილის მაჩვენებლით.
მეგრელიშვილი ourworldindata-ს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით მეოცე ადგილზეა:
Eka Kvesitadze „მილიონ ადამიანზე პირველები ვართ სიკვდილის მაჩვენებლით. სამარცხვინო ქოცები!“
ეკა კვესიტაძევ, მესმის, ფიქრი არ დაგჭირდებოდა ამ შენეული „სიბრძნის“ საჯაროდ გასავრცელებლად, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სიკვდილით აშინებ, სიმართლე უნდა ვუთხრათ. ამ ჩართზე საქართველო პირველ ადგილზე იმიტომ ჩანს, რომ სხვა ქვეყნები არაა მონიშნული. თუ ყველა ქვეყანას ვნახავთ, მე-20 ადგილზეა იმავე ourworldindata-ს მონაცემის მიხედვით. მიზანი ამართლებს საშუალებას, მესმის, მაგრამ სიკვდილის ტირაჟირებაც?! სურვილის შემთხვევაში არ გაგიჭირდებოდათ სწორი ინფორმაციის მოძიება, მაგრამ დავალება ხომ სიცრუის ტირაჟირებაა?“ - წერს მეგრელიშვილი.