სააგენტო „Reuters" გერმანიის ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გერმანია ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს.
სააგენტოს ცნობთ, გერმანია უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს აეროპორტებში, ასევე ავტომაგისტრალებზე და სარკინიგზო გადასასვლელებზე. უსაფრთხოების გაძლიერება ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება.
„საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, ფედერალური პოლიცია ამკაცრებს კონტროლს საფრანგეთთან სასაზღვრო გადასავლელებზე", - ნათქვამია გერმანიის პოლიციის განცხადებაში.