logo_geo
eng_logo
გერმანია საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს
- +

15 ივლისი. 2016. 16:52


სააგენტო „Reuters" გერმანიის ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გერმანია ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს.


სააგენტოს ცნობთ, გერმანია უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს აეროპორტებში, ასევე ავტომაგისტრალებზე და სარკინიგზო გადასასვლელებზე. უსაფრთხოების გაძლიერება ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება.


„საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, ფედერალური პოლიცია ამკაცრებს კონტროლს საფრანგეთთან სასაზღვრო გადასავლელებზე", - ნათქვამია გერმანიის პოლიციის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner