ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე გორსა და ხაშურში მერების მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალური ქსელში ეხმაურება.
„რა უცნაური ხალხია ეს გახარიას შემადგენლობა რეგიონებში. ვერაფერი გავიგე, თან დემონსტრაციულად ტოვებენ თანამდებობებს და „სიამაყით“ გაიძახიან, გახარიასთან მივდივართო, ამავდროულად ჩვენზე ზეწოლაა და თანამდებობებს გვატოვებინებენო. შე დალოცვილო, თუ გახარიასთან მიდიხარ და განცხადებას წერ, ეს „ზეწოლა“ ხურდაში მოჰყვება ამ ქმედებას? უცნაურია...“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.