logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული სტარტაპის Pulsar AI Inc-ის ფანტასტიკური წარმატება - ყოველთვის მჯეროდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდნენ!
- +

11 მაისი. 2021. 21:56

 

 

„ავტო-ინდუსტრიაში ინტერნეტ გაყიდვების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ქართული სტარტაპის „პულსარ ეი აი“ Pulsar AI Inc-ის ფანტასტიური წარმატება. ავტო-ინდუსტრიაში ინტერნეტ გაყიდვების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი.

 

Pulsar AI საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული სტარტაპია.

 

ყოველთვის მჯეროდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდნენ! ამიტომაც, Pulsar AI-ის ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჭყოიძე 1 წლის წინ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სესიის გახსნაზე მოვიწვიეთ, როგორც ბიზნესის ახალი თაობის წარმომადგენელი და ნოვატორი, - მოვიწვიეთ ოთხ ადამიანს შორის, რომელთაც თავის სფეროებში საზოგადოებას განსაკუთრებული მაგალითი მისცეს.

 

Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ წარმატებას“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner