რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის ლიდერისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ტერორიზმის დამარცხება ერთობლივი ძალისხმევითა შესაძლებელია.
„დღეს ჩვენ ყველამ შევიტყვეთ საფრანგეთში მომხდარი მორიგი საზარელი ტერორისტული აქტის შესახებ. მესმის, რომ ახლა რესპუბლიკის პრეზიდენტს, ისევე როგორც საფრანგეთის მთელ ხელმძღვანელობას, არ აქვს დრო სატელეფონო საუბრებისთვის, ამიტომ მინდა, მას საჯაროდ მივმართო.
ძვირფასო ფრანსუა, რუსეთმა იცის, რა არის ტერორი და საფრთხეები, რომლებსაც ეს ყველა ჩვენგანისთვის წარმოადგენს. ჩვენ ხალხს არაერთხელ გადაუტანია მსგავსი ტრაგედიები და ღრმად წუხს მომხდარის გამო, უთანაგრძნობს ფრანგ ხალხს და სოლიდარობას უცხადებს მას. ნიცაში მომხდარი დანაშაული, რომლის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკითა და განსაკუთრებული ცინიზმით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით შესაძლებელია ტერორიზმის დამარცხება", - განაცადა ვლადიმირ პუტინმა.