ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა. ორ მხარეს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარებაა
„ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. „ალ-ყასამის“ ბრიგადებმა თელ-ავივივის მიმართულებით ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. 130 რაკეტაა გაშვებული“, - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია „კედლების მცველი“ დაიწყო.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაგრძეს ღაზის მხრიდან ისრაელზე შეტევა. ისრაელის არმია ამ თავდასხმებს პასუხობს და ღაზაში ტერორისტული სამიზნეებისა და ოპერატიული თანამშრომლების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს. ეს არის ოპერაცია „კედლების მცველი“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.